თბილისის მეტრო

მეტროს 1-ელ ხაზზე მოძრაობა აღდგა

თბილისის მეტროს 1-ელ ხაზზე მოძრაობა, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში შეჩერებული იყო - ახლა ის უკვე აღდგა. როგორც ტაბულას სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო, რის გამოც ვაგონების შეჩერება გახდა საჭირო.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე მარჯანიშვილის სადგურზე ლიანდაგებზე ჩახტა და გვირაბში შევიდა. 

კომენტარები