არჩევნები 2024

მელია: 25 ნოემბერი არ არის თარიღი, როდესაც პროტესტს შეიძლება წერტილი დავუსვათ

მინდა ვთქვა, რომ 25 [ნოემბერი] არ არის რაღაც თარიღი, როდესაც შეიძლება წერტილი დავუსვათ ამ პროცესს, ასეთი მოლოდინი არავინ არავის არ უნდა გაუჩინოს. ეს უწყვეტი წინააღმდეგობა, რომელიც დაიწყო, მიზნად ისახავს ამ ხელისუფლების იძულებას, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩაინიშნოს. 25 ნოემბერი მნიშვნელოვანი თარიღია, მაგრამ 25 ნოემბერი არ არის თარიღი, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს მთლიანად დასრულდება გენერალური ბრძოლა და ის დახურულად გამოცხადდება ან პირიქით. მაგრამ ის, რომ უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა არის დაწყებული და ეშხში სულ უფრო და უფრო ძლიერად შედის, ეს ნამდვილად სახეზეა და მგონია, რომ ამას შენელება არ უწერია. ამ საპროტესტო მოძრაობაში რაც უფრო კოორდინირებული იქნებიან ოპოზიციური პარტიები, ვინც ბარიერი გადალახა მიუხედავად სისტემურად გაყალბებული არჩევნებისა, მით უფრო მისასალმებელია. [...]

მთავარი ჩვენთვის, ჩემთვის, კოალიცია ცვლილებებისთვის არის ის, რომ შენარჩუნდეს ორი ძირითადი მოცემულობა, სტატუს-კვო: უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა - უწყვეტი და მზარდი და არა უბრალოდ აქცია აქციისთვის და შეკრება შეკრებისთვის - და რეალური საპარლამენტო ბოიკოტი. 

თქვა კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ TV პირველთან საუბრისას შეკითხვაზე, თუ რას გეგმავენ ოპოზიციური პარტიები 25 ნოემბრისთვის.

25 ნოემბერს საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. 

კომენტარები