გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის "უპასუხისმგებლო" რიტორიკა მას უკრაინის მხარდაჭერისგან ვერ შეაკავებს.
"უპასუხისმგებლო რიტორიკა მოდის რუსეთის მხრიდან, და ეს უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერას ვერ შეაკავებს". - განუცხადა სტარმერმა რეპორტიორებს ბრაზილიაში, დიდი ოცეულის სამიტზე.
"მე კვლავ მივმართავ [პუტინს]: დაამთავრე ომი, გადი უკრაინიდან". - თქვა სტარმერმა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხებში, ბრაიენ ა. ნიკოლსმა, დიდი ოცეულის (G20) სამიტზე დაადასტურა მანამდე გავრცელებული ცნობა, რომ აშშ-მ უკრაინას კურსკის ოლქში შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების ნება დართო.
ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ, 19 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განახლებულ ბირთვულ დოქტრინას მოაწერა ხელი, რომლითაც რუსეთმა საპასუხო ბირთვულ დარტყმაზე ზღვარი დაწია და რუსეთის მხრიდან პასუხის პოტენციური მიზეზების სიაში სტანდარტული სახის დარტყმებიც შეიტანა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ნოემბერს მედიაში გავრცელებულ ცნობებს მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "დარტყმების მიტანა სიტყვებით არ ხდება. ასეთ რაღაცებს წინასწარ არ აცხადებენ. რაკეტები სათქმელს თავად იტყვიან".
რას ნიშნავს უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების რუსეთში გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა