დემონსტრანტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა მელიქიშვილის ქუჩიდან ისევ თსუ-ს პირველ კორპუსთან გადაინაცვლეს და მესამე საპროტესტო ღამისთვის ემზადებიან.
"ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ვართ აქ, ისევ თსუ-სთან, ვაგრძელებთ ბრძოლას. დღეს ღამე დავრჩებით აქ და ვიქნებით იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა გამარჯვებამდე. [...]
ყველანაირი ორგანიზაციული საკითხი იქნება მოგვარებული. ჩვენ დავიცავთ ყველა ჩვენს მოქალაქეს, მოვუფრთხილდებით ყველა ჩვენს მოქალაქეს. არ დავიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან. ჩვენ გამოვაცხადეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ეს მოძრაობა წავა მხოლოდ წინ.
გაიწევა პოლიცია, გაიწევა ოცნებაც და გაიწევა რუსეთიც ამ ქვეყნიდან იმიტომ, რომ თუ ჩვენ გადავწყვიტავთ, რომ ვიბრძვით, არ ვეგუებით, სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არა აქვს". - თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ სიტყვით გამოსვლისას.
დღის პირველ ნახევარში პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია. იქამდე, შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ 15-წუთიან ვადას აძლევდნენ მომიტინგეებს.





