სტუდენტების მოთხოვნა

მაისის სტუდენტური მოძრაობა: გადადგეს თსუ-ს რექტორი და ადმინისტრაცია!

მაისის სტუდენტური მოძრაობა

მაისის სტუდენტური მოძრაობა თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადადგომას ითხოვს

"ჯაბა სამუშია ბიზნეს და პოლიტიკური კლასის მსახურია, რომელიც ბეჯითი ხელის ბიჭის ერთგულებით შეასრულებს ყველა დავალებას.

Მისი მოქმედებები აზიანებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუკუნოვან ტრადიციას და ივიწყებს უნივერსიტეტისა და აკადემიური საზოგადოების ღირსებას.

დღეს საუნივერსიტეტო ადმინისტრაცია და რექტორატი არ წარმოადგენენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ვინაიდან რეტროგრადი ბიუროკრატები ვერასდროს გამოხატავენ ჩვენ პოზიციას.

ამიტომაც სტუდენტებიცა და პროფესორებიც, უნივერსიტეტის ღირსეული პერსონალი თანხლებით, უნდა გავემიჯნოთ და დავუპირისპირდეთ პოლიციურ ძალმომრეობას უნივერსიტეტსა და ქვეყანში". - ვკითხულობთ მოძრაობის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პოსტში ასევე საუბარია უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის მიერ წინა პერიოდში განხორციელებულ "სადამსჯელო ღონისძიებებსა" და აქტივობებზე.

"დღეს დილით განვითარებული მოვლენების გარდა ჩვენ კარგად გვახსოვს, რაც აქამდე მომხდარა Სამუშიასა და არსებული ადმინისტრაციის პირობებში;

2024 წლის იანვარში, როცა მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ უნივერსიტეტის კანცელარია დაიკავა გამოსახლების პოლიტიკის შეჩერებისა და ჩვენი თანამებრძოლებით გათავისუფლების მოტივით, ისინი აკადემიის კედლებში პოლიციის შემოყვანითა და "კანონის წინაშე პასუხისგებით" გვემუქრებოდნენ.

გვახსოვს მარტის აქციების დროს ბაგების საერთო საცხოვრებელში შესული პოლიცია, რომელიც რეიდებს ატარებდა აქციებში ჩართული სტუდენტების დასაშინებლად.

მაგრამ გვახსოვს 2022 წელს უნივერსიტეტში მიმდინარე პროტესტის დროს შენობაში შემოსული პოლიციელებიც, რომლებსაც მალევე უკან გაბრუნება მოუწიათ სტუდენტების მხრიდან შეგებებული მკაცრი პასუხის გამო.

Ჩვენ გვაქვს გამოცდილებები, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება ხალხისა და აკადემიური საზოგადოების მკაფიო პოზიციების გარეშე.

დამრბევებს, რეიდების და სადამსჯელო მისიების მომწყობებს უნივერსიტეტსა და ჩვენს სახელმწიფოში არაფერი ესაქმებათ! ასევე უნივერსიტეტში არ არის ადგილი ქვეყნის მძარცველი კომპანიებისთვის და მისი მსახური ბიუროკრატებისთვის, რომლებიც უნივერსიტეტის რექტორებად გვევლინებიან!

დღევანდელი შემთხვევა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ რექტორატი და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გადადგეს!" - წერია განცხადებაში.

კომენტარები