ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის, ანრი ბარციცის მტკიცებით, დასავლური სპეცსამსახურები აფხაზეთის NGO-ებს აფინანსებენ.
ინფორმაციას კრემლის პროპაგანდისტული მედია TACC ავრცელებს.
გარდა ამისა, ბარციცმა სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციები "ანტიკონსტიტუციურ სახელმწიფო გადატრიალებად" შეაფასა.
15 ნოემბერს, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.
მომიტინგეების ეზოში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე შენობა დატოვა თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.
დე ფაქტო ოპოზიციამ ე.წ. სახელმწიფო შენობათა კომპლექსი დაიკავა. აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვენ.
აფხაზური ოპოზიცია რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას ეწინააღმდეგება





