არჩევნები 2024

მდინარაძე ილია II-ის განცხადებაზე: სახალხო ლეგიტიმაციას უზრუნველყოფს ასეთი პოზიცია

სახალხო ლეგიტიმაციის მაქსიმალურად მაღალ ხარისხს, ამ შემთხვევაში, უზრუნველყოფს საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის ასეთი პოზიცია. ჩემი მხრიდან ალბათ შეფასებაც კი ზედმეტი იქნება.

[...] პატრიარქი არის ადამიანი, რომელსაც არც ერთი შეცდომა არ დაუშვია თავისი ცხოვრების განმავლობაში, რაც მის საეკლესიო მოღვაწეობას შეეხება. ჩვენ გვყავს ცოცხალი წმინდანი, რომელიც უნდა დავაფასოთ დღესვე, დიდი ხნის სიცოცხლე ვუსურვოთ და მადლიერება გამოვხატოთ მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ერთმა ადამიანმა რამდენად დიდი საქმე აკეთა მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ამ შეფასებისთვის მე სუბიექტურად, შეიძლება, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, მაგრამ უფრო დიდია მისი ღვაწლი, მისი ცხოვრება, როგორც ცოცხალი წმინდანის და მისი პოზიცია იყო ერთი-ორად მნიშვნელოვანი, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენის. 

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ილია II-ის განცხადებასთან დაკავშირებით. 

კომენტარები