სამხრეთ კორეის დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ი ჯე მიონგი სასამართლომ საარჩევნო კანონის დარღვევაში სცნო დამნაშავედ და ერთი წლით პატიმრობა ორწლიანი პირობითი სასჯელით ჩაანაცვლა.
დემოკრატიული პარტიის ლიდერი 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი იყო. სასამართლოს მიხედვით, მან 2021 წელს საპარლამენტო აუდიტის დროს ცრუ ჩვენება მისცა სამშენებლო პროექტის შესახებ, რომელიც სონგნამში, იმ რეგიონში შენდებოდა, სადაც ი ჯე მიონგი წარსულში მერის თანამდებობას იკავებდა.
პოლიტიკოსის თქმით, ის განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დარჩა, ი ჯე მიონგი ვეღარ შეძლებს 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.





