ესპანეთი

ესპანეთში მოხუცთა სახლში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters via GB News

ესპანეთში არაგონის რეგიონში მოხუცთა სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა.

ვილაფრანკა-დე-ებროს მერმა ესპანურ რადიოსთან საუბრისას თქვა, რომ ორი ადამიანი საავადმყოფოში არის გადაყვანილი, მათ შორის ერთი კი კრიტიკულ მდგომარეობაში არის. 

მოხუცთა სახლ Jardines de Villafranca-ში (ვილაფრანკას ბაღები) 82 მოხუცი ადამიანი ცხოვრობს. არაგონის რეგიონული მთავრობის სპიკერის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ყველა დაღუპული ხანდაზმული. 

რეგიონული მთავრობის სპიკერის თქმით, მოხუცთა სახლს ხანძარი ადგილობრივი დროით დილის ხუთ საათზე გაჩნდა. ცეცხლს მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ.

არაგონის მთავრობის სპიკერის თქმით, ხანძრის გამოწვევი მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს. 

ადგილობრივი ცნობებით, დაწესებულება 16 წლის წინ გაიხსნა და ახლა მენტალური პრობლემების მქონე პირების მოვლაში არის სპეციალიზებული. 

კომენტარები