კურსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსეი სმირნოვმა კორენევსკის რაიონის ხელმძღვანელი მარინა დეგტიარევა დაითხოვა. ინფორმაციას რუსული Telegram არხები ავრცელებენ.
როგორც არხებზე წერენ, გათავისუფლების მიზეზი უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის ცუდი ორგანიზება გახდა.
12 ნოემბერს სმირნოვმა სუჯანსკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თქვა, რომ რაიონის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბოგაჩოვი დაითხოვა.
14 ნოემბერს კურსკის გუბერნატორი კორენევსკის და გლუშოვსკის რაიონების მოსახლეობას ხვდება. შეხვედრაზე არ დაუშვეს მედიის წარმომადგენლები.
ოფიციალური მონაცემებით კურსკში იძულებით გადასახლებული 112 000 მოსახლე გახდა. ისინი რუსეთის ხელისუფლებისგან ახალი საცხოვრებლის შესაძენად თანხას ითხოვენ. სუჯის მოსახლეებმა რამდენიმე საპროტესტო აქციაც მოაწყვეს, რომლიდანაც ვლადიმირ პუტინს დახმარებას სთხოვეს.





