რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სიბიგა: ბლინკენთან საუბრის შედეგად, შორი რადიუსის იერიშებზე ფრთხილი ოპტიმიზმი გვაქვს

ანდრიი სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები და ევროატლანტიკური ინტეგრაცია განიხილა, რის შედეგადაც, მისი თქმით, უკრაინულ მხარეს "ფრთხილი ოპტიმიზმი" აქვს. 

უკრაინა დიდი ხანია დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, დაიწყოს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების პროცესი და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის იერიშების მიტანის უფლება მიეცეს.

"ჩვენ განვიხილეთ შორი რადიუსის იერიშები და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ საკითხებშიც ფრთხილი ოპტიმიზმი გვაქვს. [...] ჩვენ გვაქვს მკაფიო სურათი, მკაფიო ვადები და მკაფიო მოცულლობა იმის შესახებ, თუ რისი მიწოდება იგეგმება უკრაინისთვის წლის ბოლომდე. ეს სტრატეგიულად დაგვეხმარება ბრძოლის ველზე ჩვენი მოქმედებების დაგეგმვაში" – ამბობს სიბიგა. 

 

კომენტარები