ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველმა, კონსტანტინ კოჩიევმა დაასახელა ქალაქები, სადაც, მისი აზრით, ჟენევის მოლაპარაკებების გადატანა შეიძლება.
"საუბარი მაქვს ე.წ. გაეროს ცენტრებზე. არის ნაირობი კენიაში, არის ასტანა ყაზახეთში. ჩვენთვის ძალიან მოსახერხებელი იქნებოდა ფორმატი მინსკში, მაგრამ ბელარუსის დედაქალაქი არ არის გაეროს ერთ-ერთ ქალაქი". - თქვა კოჩიევმა.
კოჩიევის თქმით, მისმა რუსმა კოლეგებმა უკვე გამართეს კონსულტაციები რამდენიმე დედაქალაქთან და უკვე აქვთ წინადადებები უსაფრთხოების საკითხზე დისკუსიის სავარაუდო ადგილზე, თუმცა, ყველა მონაწილის თანხმობა.
გაეროს განყოფილება ნაირობიში, როგორც გაეროს ოფიციალური შტაბ-ბინა აფრიკაში, 1996 წელს გაიხსნა. ესაა ორგანიზაციის ოთხი ძირითადი განყოფილებიდან ერთ-ერთი, ნიუ იორკის, ვენისა და ჟენევის განყოფილებებთან ერთად.