თბილისში, სავარაუდოდ, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ბინაში პოლიციამ ორი ახალგაზრდა სტუდენტის ცხედარი იპოვა.
სტუდენტების გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ტაბულა შსს-ს უკვე დაუკავშირდა და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.