რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა კიევი, ოდესა და ხარკოვი დაბომბა, დაღუპულია ერთი ადამიანი

კიევის ოლქის დაბომბვის შედეგები, 2024 წლის 8 ნოემბერი
Pravda.ua

8 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ოლქზე მასიური იერიში მიიტანა. 

ოდესის ოლქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 9 ადამიანი. გარდა ამისა, დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი, საწყობი, სასწავლო დაწესებულება და ავტომობილები.

ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, კიევის ოლქის დაბომბვის შედეგად დაიჭრა მინიმუმ 4 მშვიდობიანი მოქალაქე. ხანძარი გაჩნდა ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე.

დაახლოებით 3:30 საათზე ოკუპანტებმა 500-კილოგრამიანი საავიაციო ბომბებით იერიში მიიტანეს ხარკოვზე. 

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის, ოლეჰ სინეგუბის თქმით, დაბომბვის შედეგად დაიჭრა 25 ადამიანი, 5 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

კომენტარები