არჩევნები 2024

კობახიძე: როცა ამომრჩეველი წესის დაცვით აძლევდა ხმას, საერთოდ არ ირღვეოდა ფარულობა

როდესაც ამომრჩეველი წესების დაცვით აძლევდა ხმას და მუშაობდა აპარატთან, ამ შემთხვევაში საერთოდ არ ირღვეოდა ხმის ფარულობა, როდესაც შენ თვითონ არასწორად აძლევ ხმას და ასეთი 25 შემთხვევა დაფიქსირდა, ეს როგორ შეიძლება არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების თუნდაც საბაბად გამოდგეს. ყველაფერი თითიდან გამოწოვილია, არაფერი მასობრივი დარღვევა ხმის ფარულობის არ ყოფილა, თუ სადმე იყო ხმის ფარულობის მასობრივი დარღვევა, ეს იყო იგივე მოლდოვა, პირდაპირ გამჭვირვალე ყუთებში კონვერტების გარეშე აგდებდნენ ბიულეტენებს. აშშ-ში ხომ ხედავდით, ცხადად ჩანდა ვინ ვის აძლევდა ხმას საარჩევნო უბნების უმრავლესობაში.

საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხით არჩევნები, იყო, რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ასეთი ხარვეზები ახასიათებს ნებისმიერ ქვეყანაში არჩევნებს, როცა 3 00 უბანი იხსნება, მაგრამ თქვენ რომ შეადაროთ საქართველოს და მოლდოვის არჩევნები, და აშშ-ის არჩევნები, ცა და დედამიწაა ხარისხის კუთხით, ქართული არჩევნები იყო ბევრად უფრო ხარისხიანი, ვიდრე მოლდოვური და ვიდრე ამერიკული არჩევნები.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.

კომენტარები