ქუჩის პროტესტის კონკრეტული და კოორდინირებული გეგმა გვაქვს, რომელსაც წინასწარ არ ვიტყვით. მაგრამ, ამას თავისი დინამიკა აქვს და შემიძლია გითხრათ, რომ ის იქნება ძალიან მწვავე, ერთიანი და შედეგზე ორიენტირებული - ქართული ოცნებისთვის ბევრი სიურპრიზი იქნება [...]
ქუჩაში ბრძოლის მზაობა ყველას უნდა გვქონდეს. მიმართულებას, კონკრეტულად როდის და რა უნდა გავაკეთოთ, საზოგადოება გაიგებს. ჩვენ, ოპოზიცია კოორდინირებულად ვმუშაობთ.