ანდრიუს კუბილიუსი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისრად აირჩიეს. ევროპარლამენტარებმა მისი კანდიდატურა 6 ნოემბერს დაამტკიცეს.
მანამდე, კომისრობის კანდიდატი ევროპარლამენტის წინაშე წარსდგა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობდა.
რამდენიმე ევროპარლამენტარმა კუბილიუსს კითხვები დაუსვა ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხზე. კუბილიუსმა ხაზი გაუსვა ძლიერი და კონკურენტული ინდუსტრიული ბაზის არსებობის აუცილებლობას.
"ჩვენ უნდა დავხარჯოთ მეტი, არა ტრამპის, არამედ პუტინის გამო" – თქვა კუბილიუსმა.
"უსაფრთხოებისა და თავდაცვის გარეშე, არაფერი არ იქნება, არც კეთილდღეობა და არც კონკურენტულობა" – თქვა კუბილიუსმა დასკვნითი სიტყვის დროს.