დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2024 წლის 4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს მოქალაქეობის მქონე ნებისმიერი პირისთვის 6 თვის ასაკიდან, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა.
გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა - სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული პერსონალი და სხვ. მათთვის ვაქცინა ხელმისაწვდომია 18 ოქტომბრიდან.





