კურსკის ოპერაცია

რუსეთმა 20842 ჯარისკაცი დაკარგა – სირსკიმ კურსკზე იერიშის ანგარიში წარადგინა

ოლექსანდრ სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, ოლქესანდრ სირსკიმ კურსკის სამხედრო ოპერაციის შედეგები შეაჯამა.

რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში უკრაინული სამხედრო ოპერაცია 3 თვის წინ დაიწყო. მეთაურის თქმით, ამ პერიოდში განეიტრალებულია 20842 რუსი სამხედრო:

"თითქმის 3-თვიანი ოპერაციის შედეგად რუსეთმა ჯამში 20842 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, აქედან: ლიკვიდირებულია 7905, დაჭრილია 12220, ტყვედ ჩავარდა 717".

ანგარიშის მიხედვით, განადგურებულია მტრის 1101 ერთეული სამხედრო ტექნიკა, აქედან: 54 ტანკი, 276 ჯავშანტრანსპორტიორი, 107 ზარბაზანი და ნაღმმტყორცნი, 5 რეაქტიული ცეცხლის საზენიტო სისტემა და 659 სამხედრო ავტომობილი.

სირსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მტერი სუმის ოლქში შეჭრას გეგმავდა, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პრევენციული ნაბიჯი გადადგეს და მეტოქეს სუმის ოლქზე თავდასხმის საშუალება არ მისცეს.

"კურსკის ოპერაციის დროს წარმატებული ქმედებებისა და გმირობისთვის სახელმწიფო ჯილდოები გადაეცა 2000-მდე უკრაინელ სამხედროს". – წერს სირსკი.

კომენტარები