კრიმინალი

POG: განზრახ მკვლელობაში ორ ბრალდებულს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 11 თებერვალს სომხეთის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის ორ ბრალდებულს 17-17 წლის თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 


"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 11 თებერვალს, თბილისში, ბრალდებულებმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ჯგუფურად, სხვადასხვა საგნების გამოყენებით სცემეს დაზარალებულს. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულებმა, რომლებიც ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ,  დაზარალებული სომხეთის ქუჩაზე დაინახეს, რა დროსაც ერთ-ერთმა ავტომანქანის სიჩქარე შეამცირა, ხოლო მეორემ  დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.  მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.


სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ" - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები