3 ნოემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 66 რუსული დრონი და 1 რაკეტა გაანადგურა.
ოკუპანტებმა X-59 ტიპის მართვადი საავიაციო რაკეტა კურსკიდან, ხოლო შაჰედის ტიპის დრონები ბრიანსკის, პრიმორსკო-ახტარსკის ოლქებიდან ააფრინეს.
გარდა ამისა, შეიარაღებული ძალების რადიო ელექტრო ბრძოლის ნაწილების მუშაობის შედეგად 27 უპილოტო საფრენი აპარატი ლოკაციურად დაკარგულია. ერთმა დრონმა ბელარუსის საჰაერო საზღვარი გადაკვეთა.
უპილოტო საფრენი აპარატები კიევის, სუმის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვგრადის, პოლტავის, დნეპტრაპეტროვსკისა და ხარკოვის ოლქებში გაანადგურეს.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.