სამოქმედო გეგმას რაც შეეხება - ბავშვობაში ჭადრაკი მითამაშია და მოწინააღმდეგეს სვლას წინასწარ არასოდეს ვეუბნებით. ასევე, ბანქოს თამაშის დროს, მოწინააღმდეგეს, ვისაც ვეთამაშებით, კარტებს არასოდეს ვუშლით. თუ ვინმეს სურს, რომ კონკრეტულად დაიწეროს, დღეს, ხვალ, ზეგ და მაზეგ რას ვაკეთებთ, ეს ასე არ იქნება, იმიტომ, რომ არავინ აპირებს, მოსკოვს კარტები გაუშალოს და თავისი სვლა წინასწარ აცნობოს. მე მგონი, ამ ქვეყანაში ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს იყო ФСБ-ს, ანუ მოსკოვის სპეცოპერაცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ჩატარდა. როცა ისეთი მოწინააღმდეგე გვყავს, როგორიც მოსკოვია, ჩვენი სვლა და მოქმედების გეგმა წინასწარ არ უნდა ვუთხრათ.
tbl.ge/6ycu
დაკოპირდა

თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, გია ჯაფარიძემ TV პირველის ეთერში.
3 ოპოზიციური პარტიის (კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი საქართველო) განცხადებით, ისინი სამოქმედო გეგმას დეტალურად ხალხს 4 ნოემბერს, რუსთაველზე, აქციაზე გააცნობენ.
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




