მარნეულში, არჩევნების გაყალბების ფაქტზე დაკავებული 2 პირი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ მათმა ადვოკატმა განაცხადა.
"ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ. შესაბამისად, ჩვენ არცერთ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით არ ვიშუამდგომლებთ, თუმცა, საბოლოოდ, ალტერნატივის სახით, გირაოს მაინც შევთავაზებთ [...]
ის კადრები, რაც ჩანს, გარკვეულწილად, საერთო კონტექსტიდან ამოგლეჯილია. ამ საკითხს წინ კიდევ რაღაც საკითხები უძღვოდა". - თქვა დაკავებულების ადვოკატმა.
პროკურატურა კი დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურორი ამბობს, რომ საქმეში ბრალდებულების წინააღმდეგ არაერთი მტკიცებულება არსებობს.
"საქმეში ყველა მტკიცებულება არსებობს, რაც მათი მხრიდან ჩადენილ დანაშაულს ასაბუთებს [...] მათ შორის არის მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები". - ამბობს საქმის პროკურორი.
ერთ-ერთი დაკავებული მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდაროვია.
26 ოქტომბერს, არჩევნების მიმდინარეობისას გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მარნეულში, 69-ე საარჩევნო უბანზე ბიულეტენებს ყრიდნენ. მათ შორის იყო მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდაროვი.





