რუსეთი ევროკავშირის სამეზობლოში ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს. ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამ ჩარევის მტკიცებულებებია. კრემლს არ სურს, რომ ამ ქვეყნებმა საკუთარი მომავალი თავად განსაზღვრონ და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დემოკრატიული პროცესები ჩაშალოს.
მოლდოვაში, კრემლის დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ევროპულმა გზამ გაიმარჯვა. საქართველოში კი არჩევნების შედეგებს მასობრივი პროტესტი მოჰყვა.
ხალხს სურს ცხოვრება დემოკრატიასა და კეთილდღეობაში – არა ცენზურასა და ავტოკრატიაში. მოქალაქეებმა თავიანთი ევროპული არჩევანი გააკეთეს და მის დასათმობად მზად არ არიან.
ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, არ მიატოვოს ქართველი და მოლდოველი ხალხი. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მათი ევროპული ოცნება გაქრეს.
ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოებას და უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ხმა გადამწყვეტი იყოს მათი ქვეყნების მომავლის განსაზღვრაში





