არჩევნები 2024

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შეშფოთებული ვარ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევებით

სერიოზულად შეშფოთებული ვარ საქართველოს არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევებით, რომლებიც ეუთო/ოდირის ანგარიშშია აღნიშნული. 

ნდობის აღსადგენად, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, ინკლუზიურ პოლიტიკურ  პროცესში ეს შეშფოთებები გაითვალისწინონ. 

ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს ევროინტეგრაციაზე პარლამენტში არსებულ ყველა იმ ძალასთან ერთად, რომელიც ჭეშმარიტად ერთგულია ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების. ყველა ის კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს, საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებს ძირს უთხრის და ზრდის პოლარიზაციას. [ასეთი კანონები] უნდა გაიწვიონ. 

წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენერგარდი X-ზე.

კომენტარები