არჩევნები 2024

წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 58.94%-ია

არჩევნები 2024
ფოტო: ტაბულა

20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩევლის აქტივობა 58.94%-ია. ხმა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მისცა, თუმცა, ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ ეს არ არის საბოლოო შედეგები და მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ.

2012 წელს 20:00 საათზე აქტივობა 60.8% (2 197 243 ამომრჩეველი), 2016 წელს - 51.63% (1 814 276 ამომრჩეველი) და 2020 წელს - 56.11% (1 970 540 ამომრჩეველი).

2024 წლის არჩევნებში 3 508 294 ამომრჩეველი მონაწილეობს. 2012 წელს ეს რიცხვი  3 613 851 იყო, 2016 წელს - 3513884, ხოლო 2020 წელს - 3 511 853. 

კომენტარები