არჩევნები 2024

ვაშაძის თქმით, პოლიციამ 5 "ევროპული ხმის მცველი" დააკავა

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, პოლიციამ 5 დამკვირვებელი დააკავა.

"ქართული ოცნება თავს ესხმის დამკვირვებლებს, ავიწროებენ ადამიანებს, რომლებიც მათ არჩევნებით მანიპულაციის საშუალებას არ აძლევენ. ახლა კი უკვე დაკავებებზე გადავიდნენ. 5 ადამიანია დაკავებული, ევროპული ხმის მცველები - აბსოლუტურად უკანონოდ. პოლიციისგან მათ დაუყონებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ. ეს ტოტალურად უკანონო ქმედებაა". - თქვა ვაშაძემ.

ვაშაძემ პოლიციელებს მიმართა, რომ უკანონო ქმედებების ჩადენისგან თავი შეიკავონ.

კომენტარები