რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინა ტერიტორიებზე უარის თქმის სანაცვლოდ NATO-ს წევრობას არ განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
unn.ua

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმის სანაცვლოდ NATO-ს წევრობას არ განიხილავს, თუმცა, ზოგიერთ პარტნიორს შესაძლოა ჰქონდეს ასეთი აზრები.

ზელენსკის თქმით, მედიაში მსგავსი ინფორმაციის გავრცელება არ არის შემთხვევითი.

"ისინი ამ საკითხებზე პირდაპირ არ მელაპარაკებიან, მაგრამ მედიის საშუალებით, რა თქმა უნდა, ამოწმებენ მის გრადუსს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უკრაინულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული". - თქვა ზელენსკის.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა კიევი ყველა მოლაპარაკებაზე უსაფრთხოების გარანტიების საკითხს აყენებს.

კითხვაზე, ვარაუდობს თუ არა, რომ უკრაინამ შესაძლოა, დაიწყოს მოლაპარაკება NATO-ში გაწევრიანებაზე იმ ტერიტორიების გარეშე, რომლებიც ამჟამად ოკუპირებულია, ზელენსკიმ ასე უპასუხა: "ყველას ესმის, რომ რა გზაც არ უნდა გვქონდეს, იურიდიულად არავინ აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებად. მეორე, რატომ ვუსვამ ხაზს NATO-ში მიწვევას? იმიტომ, რომ ქვეყანას ეძლევა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები".

კომენტარები