არჩევნები 2024

ბოლო სამი საპარლამენტო არჩევნები რიცხვებში

არჩევნები 2024

ბოლო სამი საპარლამენტო არჩევნები რიცხვებში

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. 

აქამდე, ბოლო 12 წლის განმავლობაში, საქართველოში 3 საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. სამივე მათგანი შერეული წესით ჩატარდა, წელს კი პირველად გაიმართება სრულად პროპორციული არჩევნები.

2012 წელი

ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი აქტივობა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა, რომელშიც რეგისტრირებული ამომრჩევლების დაახლოებით 61%-მა მიიღო მონაწილეობა.

ყველაზე დიდი  იყო რეგისტრირებული ამომრჩევლების სიაც, რომელმაც ჯამში 3 613 851 ადამიანი მოიცვა.

  • რეგისტრირებული ამომრჩეველი: 3 613 851
  • მონაწილე: 2 215 661 (61%)
  • გაბათილებული ბიულეტენები: 62 874

საათების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • 10:00 - 10.66% (385 413)
  • 12:00 - 25.88% (935 278)
  • 15:00 - 44.99% (1 625 818)
  • 17:00 - 53.03% (1 916 395)
  • 20:00 - 60.8% (2 197 243)

არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე ენმ გავიდა, დანარჩენმა პარტიებმა კი მანდატები ვერ მოიპოვეს.

ხმების 1%-ზე მეტი მხოლოდ ოთხმა პარტიამ მოიპოვა:

  • ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება: 54.97% (1 181 862 ხმა), 44 მანდატი
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს: 40.34% (867 432 ხმა), 33 მანდატი
  • გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება: 2.04% (43 805 ხმა)
  • შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია: 1.24% (26 621 ხმა)

2016 წელი

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 3 513 884  რეგისტრირებული ამომრჩევლის 51.63%-მა, 1 825 054 ადამიანმა მიიღო.

  • რეგისტრირებული ამომრჩეველი: 3 513 884
  • მონაწილე: 1 825 054 (51.63%)
  • გაბათილებული ბიულეტენები: 62 678

საათების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • 10:00 - 8.34% (293047)
  • 12:00 - 19.81% (695 948)
  • 15:00 - 34.79% (1 222 634)
  • 17:00 - 42.04% (1 477 262)
  • 20:00 - 51.63% (1 814 276)

პირველ ადგილზე მმართველი პარტია, ქართული ოცნება, კვლავ 44 მანდატით გავიდა, მეორე ადგილი კი ენმ-მ 27 მანდატით მოიპოვა. ამასთან, 6 მანდატი მოიპოვა საქართველოს პატრიოტთა ალიანსმაც

დანარჩენმა პარტიები უმანდატოდ დარჩნენ - აღსანიშნავია, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში 2016 წლის არჩევნებზე ხმების ყველაზე დიდი წილი გაიფანტა - პარტიებმა, რომლებმაც, 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, ჯამში 377 844 ხმა, ანუ ხმების 19.21% მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ასეთ პარტიებს შორის ოთხმა ხმების 3%-ზე მეტი მოიპოვა.

მთლიანობაში, ხმების 1%-ზე მეტი შემდეგმა პარტიებმა მიიღეს:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო: 48.68% (856 638 ხმა), 44 მანდატი
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: 27.11% (477 053 ხმა), 27 მანდატი
  • დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია: 5.01% (88 097 ხმა), 6 მანდატი
  • ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები: 4.63% (81 464 ხმა)
  • ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა: 3.53% (62 166 ხმა)
  • პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის: 3.45% (60 681 ხმა)
  • შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია: 3.14% (55 208 ხმა)
  • უსუფაშვილი - რესპუბლიკელები: 1.55 % (27 264 ხმა) 

2020 წელი

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერმა 5%-იდან 1%-მდე დაიწია და პროპორციული წესით მინიჭებული მანდატების რაოდენობა 77-დან 120-მდე გაიზარდა.

არჩევნებში 3 511 853 რეგისტრირებული ამომრჩეველის დაახლოებით 56.7%-მა, ანუ 1 992 891 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ბათილად 65 434 ბიულეტენი გამოცხადდა.

  • რეგისტრირებული ამომრჩევლები: 3 511 853
  • მონაწილეები: 1 992 891 (56.7%)
  • გაბათილებული ბიულეტენები: 65 434

საათების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • 10:00 - 8.33% (292 587)
  • 12:00 - 19.41% (681 583)
  • 15:00 - 36.45% (1 279 947)
  • 17:00 - 45.77% (1 607 530)
  • 20:00 - 56.11% (1 970 540)

პირველ ტურში, რომელიც პროპორციული წესით ჩატარდა, ქართულმა ოცნებამ პირველი ადგილი დაიკავა.

ბოლო 12 წლის განმავლობაში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე უმანდატოდ ყველაზე მეტი, 41 მონაწილე პარტია დარჩა, თუმცა ხმების მხოლოდ 5.83%, ანუ 112 617 ხმა გაიფანტა.

მთლიანობაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო: 48.22% (928 004 ხმა), 60 მანდატი
  • საარჩევნო ბლოკი ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”: 27.18% (523 127 ხმა), 36 მანდატი
  • ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის: 3.79% (72 986 ხმა), 5 მანდატი
  • ლელო - მამუკა ხაზარაძე: 3.15% (60 712 ხმა), 4 მანდატი
  • გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი: 3.15% (60 671 ხმა), 4 მანდატი
  • დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი: 3.14% (60 480 ხმა), 4 მანდატი
  •  გირჩი: 2.89% (55 598 ხმა), 4 მანდატი
  •  ელისაშვილი მოქალაქეები: 1.33% (25 508 ხმა), 2 მანდატი
  • შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია: 1.00% (19 314 ხმა), 1 მანდატი

კომენტარები