საქართველოს მთავრობა

არჩევნების შემდეგ სპორტის სამინისტრო კულტურის სამინისტროს გამოეყოფა – კობახიძე

თინათინ რუხაძე, ირაკლი კობახიძე და შალვა გოგოლაძე

პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნების შემდეგ, გამარჯვების შემთხვევაში, ქართული ოცნება კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას და ორი დამოუკიდებელი უწყების ჩამოყალიბებას გეგმავს.

"არჩევნების დასრულებისთანავე, დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მოხდება სამინისტროს გაყოფ. კულტურის სამინისტრო ჩამოყალიბდება როგორც ცალკე ინსტიტუტი და ჩამოყალიბდება ცალკე სპორტის სამინისტრო.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წარმატება სპორტის სფეროში. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის განვითარებას და ცალკე სპორტის სამინისტროს შექმნაც იქნება ყურადღების კიდევ ერთი გამოხატულება. სპორტი დარჩება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ პრიორიტეტად და სწორედ ამის გამოხატულება იქნება დამოუკიდებელი სპორტის სამინისტროს არსებობა". - თქვა კობახიძემ.

პრესკონფერენციაზე კობახიძემ კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი, თინათინ რუხაძეც წარადგინა. მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ, რუხაძე კულტურის სამინისტროს უხელმძღვანელებს. პრემიერმა წარადგინა მინისტრის პირველი მოადგილეც, შალვა გოგოლაძე, რომელიც, კობახიძის თქმით, არჩევნების შემდეგ სპორტის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

კომენტარები