ლონდონის ეროვნულმა გალერეამ, ეკო აქტივისტების მიერ, ნამუშევრებზე თავდასხმის შემდეგ, მუზეუმის სივრცეში სითხის შეტანა აკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, BBC ავრცელებს.
გამოცემის თქმით, ლონდონის ეროვნულ გალერეაში იკრძალება გადამუშავებული სითხეებისა და სითხის შემცველი მედიკამენტების შეტანა.
მუზეუმმა აღნიშნული გადაწყვეტილება Just Stop The Oil-ის ეკო აქტივისტების სერიული თავდასხმების შემდეგ მიიღო.
BBC-ის ცნობით, Just Stop The Oil-ის აქტივისტები ლონდონის ეროვნულ გალერეას, 2022 წლის ივლისიდან, ჯამში ხუთჯერ დაესხნენ თავს - აქამდე, აქტივისტებმა ვინსენტ ვან გოგის "მზესუმზირების", ჯონ კონსტებლის "ჰეი ვეინის" და დიეგო ველასკესის "ვენერა"-ს დაზიანება სცადეს საღებავებით.
"სამწუხაროდ, მივედით იმ ეტაპამდე, რომ იძულებულები ვხდებით, ვიმოქმედოთ და დავიცვათ ჩვენი სტუმრები, პერსონალი და ნამუშევრები". - თქვა მუზეუმის წარმომადგენელმა, BBC-ის ცნობით.





