გერმანია

ჰამბურგში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აღმოჩენას მოსახლეობის ევაკუაცია მოყვა

Benjamin Haller/dpa/picture alliance

გერმანიის ქალაქ ჰამბურგის ერთ-ერთ უბანში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, შესაძლო აფეთქების 300 მეტრიანი რადიუსიდან 5000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 500 მეტრის რადიუსზე მცხოვრებ მოსახლეობას სახლიდან გამოსვლისგან თავის შეკავება, ფანჯრებისა და კარების ჩაკეტვა ურჩიეს.

ბომბი დაწყებითი სკოლის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს.

ადგილზე გამოძახებული სახანძრო განყოფილების ინფორმაციით, ბომბის განეიტრალება ადგილობრივი დროით დაახლოებით შუა ღამით მოხერხდა.

ბომბის აღმოჩენამ ასევე შეაფერხა სარკინიგზო მოძრაობა.

ერთი დღით ადრე, 11 ოქტომბერს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მორიგი ბომბის აღმოჩენამ კიოლნში მასიური ევაკუაცია გამოიწვია. ქალაქში მრავალი საცხოვრებელი კორპუსისა და რამდენიმე კლინიკის ევაკუაციის შემდეგ, აღმოჩენილი ამერიკული ბომბი კონტროლირებადი წესით აფეთქდა.

 

კომენტარები