რუსული რეჟიმი

კობახიძე: სასამართლოში გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი, ყველა სისტემური პრობლემა აღმოფხვრილია

2012 წლის შემდეგ, რადიკალურად და ფუნდამენტურად შეიცვალა სიტუაციას სასამართლო სისტემაში - რასაც სტატისტიკაც მოწმობს, რამდენჯერმე არის გაუმჯობესებული სტატისტიკა სისხლის სამართლის საქმეებზე, სამოქალაქო საქმეებზე, ადმინისტრაციულ საქმეებზე

[...] ყველა ეს მაჩვენებელი ადასტურებს იმას, რომ სასამართლოში ჩვენ გვაქვს არამხოლოდ ფუნდამენტური პროგრესი, არამედ აღმოფხვრილია ყველა სისტემური პრობლემა ან მეტ-ნაკლებად მასშტაბური პრობლემა, რაც შეიძლება, ზოგადად ამა თუ იმ ქვეყანაში, სასამართლოში არსებობდეს.

ამ ფონზე, ჩვენი ოპონენტების და მათი უცხოელი პატრონების მცდელობა, რომ რაღაც ცვლილებები შეიტანონ სასამართლოში თავიდან ბოლომდე არის ორიენტირებული ერთადერთ ამოცანაზე - მათ სურთ რამენაირად აღადგინონ, თუნდაც მცირე დოზით, კოლექტიური ნაცმოძრაობის კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები