აშშ-ის 2024 წლის არჩევნები

REUTERS/IPSOS გამოკითხვით, ჰარისს ამომრჩევლის 46%, ხოლო ტრამპს 43% უჭერს მხარს

Reuters/Ipsos-ის კვლევის მიხედვით, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს კამალა ჰარისს რეგისტრირებული ამომრჩევლის 46% უჭერს მხარს, ხოლო რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ დონალდ ტრამპს 43%.

რესპონდენტებმა ქვეყნის მთავარ გამოწვევად ეკონომიკა დაასახელეს. 44%-ის აზრით, საზოგადოების ეკონომიკურ პრობლემებს ტრამპის ხედვა უკეთ პასუხობს, ხოლო 38%-ის აზრით, კამალა ჰარისის.

ეკონომიკური გამოწვევებიდან 70%-ი თვლის, რომ პრეზიდენტი, პირველ რიგში, ცხოვრების ხარჯების დაწევაზე უნდა ფოკუსირდეს. 

რესპონდენტებს შორის, დონალდ ტრამპზე 9%-ით უფრო მეტი ენდობა კამალა ჰარისის გონებრივ გამჭრიახობას.

კომენტარები