როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი უკვე ემიჯნება ირაკლი კობახიძეს. მათ გუნდში სერიოზული პრობლემა აქვთ. ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის ჩხუბზე აღარაფერს ვიტყვი. ფაქტობრივად, ეს ამ პოლიტიკური ძალის ჩამოშლაა. ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებას მხარი დაუჭიროს - ხალხო, უბრალოდ შეხედეთ: მე მგონი, ივანიშვილი აღარ აპირებს, რომ 41 შემოხაზოს და თქვენ რატომ უნდა შემოხაზოთ. მართლა ვამბობ. ღარიბაშვილი რომ 41-ს არ შემოხაზავს, 100%-იან გარანტიას გაძლევთ. ვფიქრობ, შეგვიძლია, 80%-ით ვიმსჯელოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი 41-ს არ შემოხაზავს.
tbl.ge/6xdj
დაკოპირდა

ასე უპასუხა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კითხვას, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ გუშინ, 7 ოქტომბერს, ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი არ ესწრებოდნენ.
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობასტრატეგია აღმაშენებელიგიორგი ვაშაძექართული ოცნებაბიძინა ივანიშვილიირაკლი ღარიბაშვილიარჩევნები 2024
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




