ქედის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა - არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოჯახი იმყოფებოდა ხევში გადავარდა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





