უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა 2022 წლიდან დღემდე, ბროლის ველზე 93 უკრაინელი ტყვე მოკლეს.
ამის შესახებ გენერალური პროკურატურის ომის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური ბელოუსოვმა 4 ოქტომბერს სატელევიზიო ეთერში ილაპარაკა.
"ამ დროისთვის გვაქვს ინფორმაცია 93 მოკლულის შესახებ, რომლებიც ბრძოლის ველზე სიკვდილით დასაჯეს". – თქვა ბელოუსოვმა.
ბელოუსოვის თქმით, მოკლულთა 80% სიკვდილით მიმდინარე წელს დასაჯეს. "სიტუაცია გაუარესდა 2023 წლის ნოემბერში" – აღნიშნავს ომის დეპარტამენტის მეთაური.
ტყვეების მკვლელობის შესახებ ბოლო ინფორმაცია 2 ოქტომბერს გავრცელდა. გამოძიების თქმით, რუსებმა 16 უკრაინელი ტყვე დონეცკის ოლქში მოკლეს.