ირანის თავდასხმა ისრაელზე

IDF-ის თქმით, ისრაელი ირანის ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას პასუხს გასცემს

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანის მხრიდან ისრაელზე დაახლოებით 180 ბალისტიკური რაკეტით თავდასხმას პასუხს გასცემენ.

"ჩვენ გაძლიერებული სიფხიზლით ვართ თავდაცვასა და თავდასხმაში, ჩვენ ისრაელის მოქალაქეებს დავიცავთ. ამ [სარაკეტო] იერიშს შედეგები მოჰყვება. ჩვენ გვაქვს გეგმები და ჩვენს მიერ შერჩეულ დროსა და ადგილზე ვიმოქმედებთ". - განაცხადა მან.

ამას გარდა, ჟურნალისტის კითხვაზე, დგას თუ არა ისრაელი რეგიონული ომის საფრთხის წინაშე, ჰაგარიმ უპასუხა, რომ "ჩვენ [ისრაელი] დიდი ხანია, მრავალფრონტიანი ომის წინაშე ვდგავართ".

"ეს პირველი შემთხვევა არ არის ირანის იერიშის". - თქვა ჰაგარიმ: "ეს იერიში უფრო ფართო იყო რაკეტების მხრივ და თავდაცვითი პასუხიც შესაბამისად მოვამზადეთ". - დაამატა მან.

ამასთანავე, ჰაგარის ცნობით, ირანის იერიშის შედეგად "ძალიან ცოტა დარტყმა" მოხდა და ამ ეტაპზე, მათი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან, რადგან "მოსახლეობა პასუხისმგებლობიანად მოიქცა".

კომენტარები