გერმანიის გენერალური პროკურორის ცნობით, 1 ოქტომბერს გერმანიაში ჯაშუშობის ბრალდებით ჩინეთის მოქალაქე ქალი დააკავეს.
პროკურატურამ ეჭვმიტანილი იარაღის მიწოდების შესახებ ჩინეთისთვის ინფორმაციის გადაცემაშიც დაადანაშაულა.
პროკურატურის თქმით, ეჭვმიტანილი, იდენტიფიცირებული, როგორც იაქი იქსი (Yaqi X), აღმოსავლეთ გერმანიაში ლაიფციგის აეროპორტში ლოჯისტიკური მომსახურების კომპანიაში მუშაობდა.
პროკურატურის განცხადების თანახმად,Yaqi X, სავარაუდოდ, ინფორმაციას აქტიურად 2023 წლის აგვისტოს შუა რიცხვებიდან 2024 წლის თებერვლის შუა რიცხვებამდე მეორე ბრალდებულს, ჩინეთის საიდუმლო სამსახურის წევრს აწვდიდა. გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა ფრენის, ტვირთისა და მგზავრების მონაცემებს, ასევე დეტალებს სამხედრო აღჭურვილობისა და გერმანული იარაღის კომპანიასთან დაკავშირებული ადამიანების ტრანსპორტირების შესახებ.





