გერმანია-ჩინეთი

გერმანია: ჩინეთმა გერმანული თვითმფრინავის წინააღმდეგ ლაზერი გამოიყენა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩინეთმა გერმანული თვითმფრინავის წინააღმდეგ ლაზერი გამოიყენა.

უწყების თქმით, საუბარია გერმანულ თვითმფრინავზე, რომელიც წითელ ზღვაში ჰუსიტების საწინააღმდეგო ევროკავშირის მისიაში მონაწილეობს.

მომხდარის გამო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩინეთი ელჩი გამოიძახეს.

"გერმანული პერსონალისთვის საფრთხის შექმნა და ევროკავშირის მისიის ფარგლებში ოპერაციებისთვის დაბრკოლების შექმნა მიუღებელია". - წერია უწყების მიერ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ევროკავშირის მისია წითელი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თავისუფალი ნაოსნობის დაცვის მიზნით იმყოფება.

კომენტარები