რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის საჰაერო ძალებმა 29 რუსული შაჰედი გაანადგურა

Defense of Ukraine/X

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 1 ოქტომბრის ღამეს 29 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

სულ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 32 შაჰედის ტიპის დრონი ააფრინა. 

შაჰედები უკრაინის საჰაერო სივრცეში პრიმორსკო-ახტარსკიდან, კურსკიდან და ანექსირებული ყირიმიდან შეიჭრნენ.

დრონები ჩერკასის, კიროვგრადის, ნიკოლაევის, ხერსონის, პოლტავის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში გაანადგურეს. 

დარჩენილი 3 უპილოტო საფრენი აპარატი რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაიკარგა.

რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები