დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

ირანი: ისრაელის დანაშაულები უპასუხოდ არ დარჩება

ნასერ ქანაანი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ნასერ ქანაანის თქმით, ისრაელის დანაშაულებრივი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ირანს ომი არ სურს, თუმცა, არც მისი ეშინია.

"ჩვენ მტკიცედ ვდგავართ და მოვიქცევით ისე, რომ მათ ეს დანაშაულები ინანონ". - თქვა ქანაანიმ.

ამასთან, ქანაანის თქმით, ამ დანაშაულებიდან აშშ ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს და ვერ გადაფარავს საკუთარ მრავალწლიან წარუმატებლობას რეგიონში.

"დარწმუნებული ვართ, რომ ისლამურ ქვეყნებს აქვთ სიონისტური რეჟიმის დასჯის დიდი შესაძლებლობები და ეს არის ისლამური ქვეყნებიდან პალესტინელი ხალხის მოთხოვნა და მოლოდინი, გამოიყენონ თავიანთი ინსტრუმენტები და საშუალებები სიონისტურ რეჟიმზე ზეწოლის მიზნით. ლიბანის ამჟამინდელი გამოცდილება და ამ რეჟიმის წინა აგრესიების გამოცდილება აჩვენებს ზოგიერთ მეზობელ ქვეყანას, რომ სიონისტური რეჟიმის აგრესია არ შემოიფარგლება კონკრეტული გეოგრაფიული არეალით". - თქვა ქანაანიმ.

კომენტარები