კრიმინალი

სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ ლუსიკისიკში მომხდარ სროლას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამხრეთ აფრიკაში, ქალაქ ლუსიკისიკის აღმოსავლეთ კონცხზე მდებარე სამოსახლოებთან მომხდარ მასობრივ სროლას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა, BBC ავრცელებს.

გამოცემის თქმით, თავდამსხმელთა სამიზნე ქალქის აღმოსავლეთ კონცხზე მდებარე ორი სამოსახლო იყო - სროლის შედეგად ერთ ლოკაციაზე 12 ქალი და 1 კაცი, ხოლო მეორეზე სამი ქალი და ერთი მამაკაცი დაიღუპა.

ამ დროისთვის, სროლის 18-ე მსხვერპლი საავადმყოფოშია გადაყვანილი და იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში.

BBC-ის ცნობით, შემთხვევა პარასკევს ღამით მოხდა - დაზარალებულთა ჯგუფი ერთ-ერთ სახლთან შეიკრიბა, რათა გლოვის ტრადიციული ცერემონია ჩაეტარებინათ, როცა მათ თავს დაესხნენ. 

კომენტარები