კრიმინალი

თბილისში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

თბილისში კონფლიქტის საფუძველზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით, საბურთალოს ქუჩაზე მოხდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები