მეგი სმითი

მსახიობი მეგი სმითი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობი, მეგი სმითი 
ფოტო: REUTERS

ბრიტანელი მსახიობი მეგი სმითი, ყველაზე ცნობილი ჰარი პოტერის ფილმებიდან და სერიალ Downton Abbey-დან, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ. 

მსახიობის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში შვილები წერენ, რომ მეგი სმითი საავადმყოფოში, 27 სექტემბრის დილას ოჯახისა და მეგობრების წრეში გარდაიცვალა.

კარიერის მანძილზე მეგი სმითს ორი ოსკარი აქვს მიღებული - საუკეთესო ქალი მსახიობისა და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალის ნომინაციებში. ამასთან ერთად, მიღებული აქვს Bafta-ს 8 ჯილდო.

ბრიტანელმა მსახიობმა განსაკუთრებული პოპულარობა ჰარი პოტერის ფილმებიდან მოიპოვა, სადაც ის პირველივე ფილმიდან ჩნდება და ერთ-ერთი საკვანძო - მინერვა მაკგონაგელის როლი აქვს. მეგი სმითის კიდევ ერთი ხანგრძლივი პროექტია ბრიტანული სერიალი Downton Abbey, სადაც ის ხუთივე სეზონში იღებს მონაწილეობას.

კომენტარები