არჩევნები 2024

ბუაძე ბანერებზე: როგორ ბედავენ – გელათის ფოტოები უნდა გამოიტანონ, ბრეზენტგადაფარებულის

[ქართულმა ოცნებამ] დღევანდელი სამარცხვინო ბანერებით დაადასტურა რომ არაფერი აქვს საერთო ქართველ ხალხთან, ქართველი ხალხის პრობლემებთან [...] საერთოდ როგორ ბედავენ, რომ ეკლესიის ფოტო გამოაქვს ბანერზე. ხალხი, რომელმაც უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა მიწასთან გაასწორა და გაანადგურა.

გელათის ფოტოები უნდა გამოიტანონ, ბრეზენტგადაფარებულის - რა მდგომარეობაში ჩააგდეს და ყინწვისის მონასტრის და კიდევ უამრავი უნიკალური ძეგლის ფოტო უნდა გამოიტანონ, როგორც მათი დამარცხების და მათი ამორალური სახის მაგალითი. წარმოუდგენელია ის გზავნილები, რომელიც დღეს ვნახეთ, ეს ნამდვილად არის კრემლში დაწერილი სახელმძღვანელოს კიდევ ერთი თავი, სადაც ისინი ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას მომავლის რწმენა გაუჩინონ, ესაუბრებიან სრულიად გაურკვეველ შიშებზე და ცდილობენ, რომ დამატებით დაზაფრონ.

თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრმა, პარტია ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ ფორმულას ეთერში ქართული ოცნების ახალ საარჩევნო ბანერებზე.

კომენტარები