რუსული რეჟიმი

კობახიძე: ყველა ძალისხმევას ვიყენებთ, რომ ჩვენი რეგიონი შესაძლებლობათა რეგიონად ვაქციოთ

ვაღიარებთ რა, მშვიდობის ფასს - ყველა ძალისხმევას ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი უშუალო რეგიონი სამხრეთ კავკასია კონფლიქტის ზონიდან შესაძლებლობათა რეგიონად ვაქციოთ. 

მთელი გულით გვახარებს და მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს, რითაც შეიქმნა პლატფორმა რეგიონული თანამშრომლობისთვის - ნდობის, ერთიანობისა და საერთო მომავლის უზრუნველყოფისთვის. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნიდან, თითქმის 8 ათეული წელი გავიდა და ჩვენ კვლავ ვიბრძვით მშვიდობის მისაღწევად - სამწუხაროდ, კონფლიქტებით სავსე სამყაროში, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამუდმებით იმყოფება გამოწვევების წინაშე, რაც მზარდ რისკებს უქმნის მშვიდობას და სტაბილურობას.

მშვიდობა და უსაფრთხოება, ადამიანის უფლებებთან და განვითარებასთან ერთად გაეროს საქმიანობის მთავარი ქვაკუთხედია.

საერთაშორისო სამართლის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა არის მშვიდობიანი, აყვავებული და სამართლიანი სამყაროს საფუძველი, ხოლო ეფექტური მიზნისთვის, უფრო შესაფერისი გლობალური ინსტიტუტები, რომელთა ბირთვი გაეროა გადამწყვეტ როლს თამაშობს გლობალურად სტაბილურობის, უსაფრთხოების ადამიანის უფლებების პატივისცემისა და განვითარებისთვის.

დღევანდელი შეხვედრა უნდა გვთავაზობდეს უკეთესი მომავლის დაპირებას, რაც ასერიგ საჭიროა ამჟამინდელ მშფოთვარე სამყაროში.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუშვა მშვიდობის ფორმულირების ინიციატივას და მის მხარდაჭერას.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე [სინქრონული თარგმანი]. 

კომენტარები