ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია

კადრი ფილმიდან "პანოპტიკონი"

საავტორო კინოს ბათუმის XIX საერთაშორისო კინოფესტივალის (BIAFF) პროგრამა ცნობილია

წლევანდელი კინოფესტივალი 27 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბერს დასრულდება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული ისე უცხოური ახალი მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმები. 

BIAFF მხატვრულ ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურის წევრები არიან: გელა ბაბლუანი –  ჟიურის თავმჯდომარე (საქართველო), კატარინა კლიმკიევიჩი (პოლონეთი), ნიკოს პანაიოტოპულოსი (საბერძნეთი), ანჟეი სლოვიცკი, (გერმანია), თინათინ ყაჯრიშვილი (საქართველო).

2024 წლის ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პროგრამა ასე გამოიყურება:

მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი

  1. მომაკვდავი, რეჟ. მათიას გლასნერი, გერმანია;
  2. რედაქცია, რეჟ. რომან ბონდარჩუკი, უკრაინა;
  3. გრეისი, რეჟ. ლეონარდო მოურამატეუსი, ბრაზილია;
  4. ეჭვმიტანილი, რეჟ. რობერტ გლინსკი, პოლონეთი;
  5. საყვარელი, რეჟ. ლილია ინგოლფსდოტირი, ნორვეგია;
  6. ნაგავი და თოჯინები, რეჟ. მანიჯე ჰეკმათი, ირანი;
  7. ის არაა, რასაც ფიქრობ, რეჟ. ვუსლათ სარაჩოღლუ, თურქეთი;
  8. ერთად 99, შვედეთი/დანია;
  9. ანტიკვარიატი, რეჟ. რუსუდან გლურჯიძე, საქართველო;
  10. პანოპტიკონი, რეჟ. გიორგი სიხარულიძე, საქართველო;

სრული პროგრამის სანახავად ეწვიეთ ამ ბმულს.

კომენტარები