ირანი

ირანის ერთ-ერთ მაღაროში მეთანის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 31 მუშა დაიღუპა

Iranian Red Crescent Society/WANA via Reuters

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ისკანდარ მომენიმ, სამთავრობო მედიასთან განაცხადა, რომ წინა დღით ხორასნის პროვინციის ნახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, 31 მუშა დაიღუპა, 16 კი დაშავდა.

მანამდე, ირანის სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51 იყო. მათი ცნობით, ინციდენტი მეთანის აფეთქებამ გამოიწვია.

ქვეყნის ნახშირით მომარაგების 76% ამ რეგიონზე მოდის და 8-10 დიდი კომპანია ამ რეგიონში მუშაობს, მათ შორის კომპანია Mandajoo-ც". - განაცხადა სამხრეთ ხორასნის პროვინციის გუბერნატორმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროს ერთ ნაწილში სამაშველო მოქმედებები უკვე დამთავრდა. ამ ნაწილში აფეთქების დროს 47 მუშა იმყოფებოდა, რომელთაგანაც 30 დაიღუპა, 17 კი დაშავდა. მაღაროს დანარჩენ ნაწილში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. სამთავრობო მედიის ცნობით, ინციდენტის დროს მაღაროში სულ 69 მუშა იმყოფებოდა.

კომენტარები