რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა იმ ქვეყნების სია შეადგინა, რომლებიც "ტრადიციულ რუსულ სულიერ-ზნეობრივ ღირებულებებს ეწინააღმდეგებიან". ამ სიაში 47 ქვეყანა არის შეყვანილი, ხოლო მათ შორის საქართველო მოხსენიებული არ არის.
სიაში შეყვანილია შემდეგი ქვეყნები:
- ავსტრალია
- ავსტრია
- ალბანეთი
- ამერიკის შეერთებული შტატები
- ანდორა
- ახალი ზელანდია
- ბაჰამის კუნძულები
- ბელგია
- ბულგარეთი
- გაერთიანებული სამეფო
- გერმანია
- დანია
- ესპანეთი
- ესტონეთი
- იაპონია
- ირლანდია
- ისლანდია
- იტალია
- კანადა
- კვიპროსი
- კორეის რესპუბლიკა
- ლატვია
- ლიტვა
- ლიხტენშტეინი
- ლუქსემბურგი
- მაკრონეზია
- მალტა
- მონაკო
- მონტენეგრო
- ნიდერლანდები
- ნორვეგია
- პოლონეთი
- პორტუგალია
- რუმინეთი
- საბერძნეთი
- სან-მარინო
- საფრანგეთი
- სინგაპური
- სლოვენია
- ტაივანი
- უკრაინა
- ფინეთი
- შვედეთი
- შვეიცარია
- ჩეხეთი
- ჩრდილოეთ მაკედონია
- ხორვატია
მანამდე, 19 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც ისეთი ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც "რუსული ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი ღირებულებები" ირღვევა, "ჰუმანიტარული დახმარების" ფარგლებში რუსეთში ბინადრობის უფლების მოპოვება უმარტივდებათ





